ნატურალური რიცხვები.



ნატურალური რიცხვი — მთელი დადებითი რიცხვი (1, 2, 3, 4, ...) ან მთელი არა-უარყოფითი რიცხვია (0, 1, 2, 3, 4, ...). პირველი განსაზღვრება გამოიყენება რიცხვთა თეორიაში, მეორე კი სიმრავლეთა თეორიასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში.
ნატურალურ რიცხვებს აქვთ ორი ძირითადი დანიშნულება: მათი გამოყენება შეიძლება დასათვლელად („მაგიდაზე 3 ვაშლია“) და ასევე რიგობითობის მისანიჭებლად („ეს სიდიდით მე-3 ქალაქია ქვეყანაში“).
ნატურალური რიცხვების დაყოფას თვისებების მიხედვით, ისევე როგორც მარტივ რიცხვებად დანაწილება, რიცხვთა თეორიის შესწავლის საგანია. თვლასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად რამსეის თეორია, ისწავლება კომბინატორიკაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий